
მზიურის
ყველის ქარხანა
100% ორგანული / ნატურალური / GMO - ს გარეშე
ჩვენს შესახებ
"ახმეტის ყველის ქარხანა" შეიქმნა სიყვარულითა და ზრუნვით, რათა თქვენთვის გადმოგვეცა სოფლის ნამდვილი გემო. ჩვენი ქარხანა მდებარეობს ახმეტაში, სადაც მთისა და ველის სურნელი ერთიანდება და თითოეულ პროდუქტს განსაკუთრებულ გემოს მატებს.
რძეს საკუთარი ფერმინდან ვიღებთ. სწორედ აქედან იწყება ჩვენი ყველის ისტორია: სუფთა ჰაერი, ჯანსაღი საკვები და ფერმის ყოველდღიური სიყვარული ქმნის ნიადაგს ნამდვილი, სანდო და გემრიელი პროდუქტისათვის.
ჩვენთვის ყველი მხოლოდ პროდუქტი არ არის – ეს არის ოჯახური ტრადიცია, ბებიების რეცეპტების გაგრძელება და ახმეტის მიწის სული. ყოველი ნაჭერი ყველი გთავაზობთ ბავშვობის გემოს, სითბოსა და იმ სიამოვნებას, რაც მხოლოდ ნამდვილს და ბუნებრივს შეუძლია მოიტანოს.




ქარხანა/საწარმო
ჩვენი ქარხანა 2022 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტებს.
პროდუქცია მზადდება მხოლოდ A კლასის რძით, ქარხანა კი აღჭურვილია ჰასპის სერტიფიცირებული სტანდარტებით. საწარმოო ფართი 800 კვმ-ია და მთლიანად ფუნქციონირებს განახლებადი ენერგიის გამოყენებით – მზის ელემენტებითა და თხილის ნაჭუჭის გადამუშავებით.
დღეს ჩვენს გუნდში მუდმივად მუშაობს 5 ადამიანი, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეული პროდუქტი ნატურალური, სუფთა და გემრიელი იყოს.
ჩვენი ფერმა
ფერმა პანკისის ხეობაში, სუფთა ჰაერზე, უკვე 10 წელია ფუნქციონირებს. დღეს აქ 240 ძროხას ვუვლით, მათგან 110 მეწველია. შვიცისა და ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები ყოველდღიურად საშუალოდ 29-30 ლიტრ რძეს იძლევიან, რაც ჯამში 2,5-3 ტონა ნატურალურ რძეს ნიშნავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძროხებმა ბუნებრივად მოყვანილი საკვებით იკვებონ და თავისუფლად შეძლონ მოძრაობა 30 ჰექტარ საძოვარზე. მთელი საკვები, მათ შორის ხორბალი, ქერი, იონჯა და სიმინდი, ადგილზევე მოჰყავთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც გულით ზრუნავენ ფერმაზე და მისი წარმატებისთვის ყოველდღიურად შრომობენ.




AS FEATURED ON


.jpeg)











